ტუდორი ლეჩესთან სუპერ შეტევის დაყენებას გეგმავს
იუვენტუსი ლეჩესთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა, რომელშიც იგორ ტუდორი განსხვავებული ფორმაციის გამოყენებას გეგმავს.
SportItalia-ს ცნობით, ხორვატ სპეციალისტს ლეჩესთან მატჩში კენან ილდისის, ნიკო გონსალესის, დუშან ვლაჰოვიჩისა და კოლო მუანის გამოყენება ერთდროულად სურს.
შეგახსენებთ, იუვენტუსი ლეჩეს ტურინში 12 აპრილს დაუპირისპირდება.