ტუდორი:“ კარგი სტარტი, ჩვენ სწორედ ასეთი დომინაციის ნახვა გვინდა“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ალ-აინის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„კარგი სტარტი ? ამის გამო ბედნიერი ვარ. მატჩის დასაწყისში ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა უპირატესობა მალევე მოვიპოვეთ და საბოლოო ჯამში დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
„ჩვენ ძალიან კარგი პირველი ნახევარი გვქონდა, მეორე ტაიმში ცოტა მოვუკელით, რადგან ენერგია უნდა შემოვინახოთ. ჩვენ ძალიან კარგი და ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს და ეს დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
„ჩვენი მიზანი სწორედ ასეთი თამაშია, ყოველთვის წინსვლა, დომინაცია, მომენტების შექმნა და გოლების გატანა.
„კონსეისაუ და კოლო მუანი ? ორივე მათგანი შესანიშნავი ფეხბურთელია და მიხარია, რომ ისინი ჩვენთან არიან. ასევე ბედნიერი ვარ გატისა და კოპმეიენრსის დაბრუნების გამო, მათ ტრავმების გამო ბევრი გაუცდათ და კარგია, რომ ნელ-ნელა ფორმას იბრუნებენ.“
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)