TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ იუვენტუსის დატოვებას არ ვაპირებ“

კატასტროფილი შედეგებისა და თამაშის ხარისხის მიუხედავად, იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი გუნდის დატოვებას არ აპირებს.

ამ თემაზე კომენტარი ხორვატმა სპეციალისტმა ლაციოსთან მარცხის შემდეგ გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ცუდი პერიოდი გვაქვს. გუნდი ამ მატჩისთვის კარგად მოემზადა, ჩვენ ყველა ასპექტზე ვიმუშვეთ და ვიცოდით, რომ გამარჯვება საჭირო ენთზიაზმს მოგვიტანდა. ჩვენ არაერთი მომენტი შევმქნით, მაგრამ ისინი გოლებში ვერ ავსახეთ, მეტოქემ კი ერთადერთი მომენტი გამოიყენა, რომელიც ჩვენივე შეცდომეის შემდეგ შეექმნა. ჩვენ ლაციოსთან შედარებით 2-ჯერ მაღალი xG გვაქვს, მარამ სამწუხაროდ გოლი ვერ გავიტანეთ.

„უკან გადადგმული ნაბიჯი ? უკან გადადგმული ნაბიჯი არ არსებობს, ჩვენ მხოლოდ წინ მივიწევთ.

„ჩემი მომავალი ? მე მომავალზე არ ვფიქრობ, ჩემი მიზანი უვენტუში დარჩენა, მუშაობის გაგრძელება და გუნდის განვითარებაა, სხვების საუბარი კი არ მაღელვებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !