TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ მარცხის გამო იმედგაცრუებულები ვართ, ახლა ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა სიტისთან მატჩი შეაფასა.

„სიტის ვულოცავ, მათ ძალიან კარგად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს, ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ. მანჩესტერი დღეისათვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მომენტისთვის მათი დონე სრულიად სხვა დონეზეა.

„როგორ შევამციროთ ჩამორჩენა ? ფეხბურთში შენზე მაღალი დონის გუნდების დამარცხება გამორიცხული არ არის, თუმცა ამისთვის სრულყოფილი შემადგენლობა უნდა გყავდეს და უნდა იყო დასვენებული. სიტისთან ჩვენ რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენეთ, რადგან ასეთ კონდიციებში, ასეთი დატვირთვით თამაში მარტივი არ არის.

„რჩევა ფეხბურთელებს ? დაივიწყეთ ეს მატჩი, ჩვენ ტურნირზე ბრძოლას ვაგრძელებთ და ახლა კონცენტრაცია მომდევნო შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ.

„სავონა ? ის თავს არც თუ ისე კარგად გრძნობს, მისი ტრავმის სირთულე მომდენვო საათებში გაირკვევა.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

60 views
error: დაცული კონტენტი !