TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ ილდისი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჩემი შესაძლო გაშვება ?…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ლაციოსთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„როგორ გრძნობს გუნდი თავს რეალთან მატჩის შემდეგ ? კარგად, გუნდი ძალიან მოტივირებულია, ხვლინდელ შეხვედრას მოუთმენლად ელოდება. ვიცით, რომ ლაციო ძალიან ხარისხიანი გუნდია, მაგრამ ჩვენ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამარჯვების მოპოვება გვინდა.

„გუნდის ახალწვეულები ? მათთან არანაირი პრობლემა არ არსებობს. ახალ ჩემპიონატში გადასვლისას ადაპტაციის გავლა ყველას უწევს, მაგრამ ისინი ხარისხიანი ფეხბურთელები არიან და გუნდს აუცილებლად დაეხმარებიან.

„ილდისი დელ პიეროს მსგავსად ? ამ შედარების გაკეთება რთულია, რადგან დღევანდელი ფეხბურთი განსხვავებულია. დელ პიერომ იუვენტუსის და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, ილდისი კი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. კენანი დღეისათვის იუვენტუსის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ამიტომ მას ბევრი თამაში უწევს. რა თქმა უნდა, როდესაც ბევრი დასვენების საშუალება არ გაქვს, ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობ, მაგრამ ეს განვითარების პროცესის ნაწილია.

„მაქვს თუ არა იმის შიში, რომ გამიშვებენ ? ამ საკითხზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე თავს კარგად ვგრძნობ, მუშაობას ვაგრძელებ და იუვენტუსის რიგებში ყოფნით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. მე 24 საათი იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ შევმატო გუნდს მოტივაცია და როგორ გავხდეთ იმაზე უკეთესები, ვიდრე გუშინ ვიყავით.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

130 views
error: დაცული კონტენტი !