TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ დორტმუნდთან კარგი ტესტი გველოდება, სეზონს მომზადებულები შევხვდებით“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა დორტმუნდთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, ამხანაგური მატჩი დორტმუნდსა და იუვენტუსს შორის გერმანიაში ხვალ, თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის ლინკები ტრადიციულად ჩვენს Telegram-ზე დაიდება.

„ჩვენ ძალიან კარგი და პროდუქტიული კვირა გვქონდა, გერმანიაში შესანიშნავი გარემო და ინფრასტრუქტურა დაგვხვდა, აქ სასიამოვნო ტემპერატურაა, რაც ვარჯიშს გაცილებით ამარტივებს.

„ხვალ ძალიან კარგი მატჩი გველოდება, დორტმუნდი შესანიშნავი გუნდია, შეხვედრა სავსე სტადიონზე გაიმრთება და იმედი გვაქვს, ქომაგებს კარგ სანახაობას ვაჩვენებთ, შემდეგ კი NextGen-თან და ატალანტასთან მატჩებისთვის დავიწყებთ მზადებას.

„როგორ მატჩს ველოდები ხვალ ? სეზონის წინ შეხვედრები მარტივი არ არის, რადგან ჩვენ ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს და ფეხბურთლები ფიზიკურად საუკეთესო კონდიციაში არ არიან, მაგრამ ეს ნორმალურია და ჩვენ მზად ვართ.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ამ თემაზე გუნდის ხელმძღვანელობასთან ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. მე უკვე ძალიან ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდი მყავს, რომელსაც ტიტუელბისთვის ბრძოლა შეუძლია.

„დევიდი და მარიო ? ორივე მათგანი ძალიან დიდი პროფესიონალია, მათ ხვალინდელ მატჩში სასტარტოში ვიხილავთ.

„კოპმეინერსის და ბრემერის სეზონი ? ორი უმაღლესი დონის და შესანიშნავი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი. მჯერა, რომ ისინი თავს შესანიშნავად წარმოაჩენენ, რადგან მათგან ვარჯიშებზე დიდ მონდომებასა და მოტივაციას ვხედავ. კოპმეინერსი მომდევნო სეზონში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება.

„ვესაუბრე თუ არა ვლაჰოვიჩს ? დუშანთან ინდივიდუალური საუბარი არ მჭირდება, ის შესანიშნავი ფეხბურთელი და პროფესიონალია, რომელიც სხვების მსგავსად ვარჯიშობს.“


გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

101 views
error: დაცული კონტენტი !