ტუდორი:“ დი გრეგორიო იუვენტუსის პირველი ნომერია და ამის გამო ბედნიერი ვარ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ვერონასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„დრამატული მატჩები ინტერთან და დორტმუნდთან ? ეს შეხვედრები წარსულს ჩაბარდა და ახლა ჩვენ მთელი კონცენტრაცია ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მოედანზე მაქსიმალურად მოტივირებულები უნდა გავიდეთ და გასაკეთებელი გავაკეთოთ.
„ჟეგროვა ? მას ჯერჯერობით მოედანზე ბევრი დორის გატარება არ შეუძლია, ედონს ბევრი გაუცდა და ის საფეხბურთო რითმს ნელ-ნელა უნდა დაუბრუნდეს.
„7 გაშვებული გოლი ? ჩვენ ორი შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ერთში გავიმარჯვეთ, მეორეში კი მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ, ახლა კი მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ.
„როტაცია ? მე ხვალიდნელი მატჩისთვის გამოვიძახე ყველა ფეხბურთელი, რომლებსაც გუნდის დახმარება შეუძლიათ, ბიჭები მზად არიან და მოედანზე საბრძოლო შემადგენლობით გავალთ.
„კრიტიკა ჩემს მიმართ ? როდესაც მწვრთნელობით დაკავებული არ ვარ, ზოგჯერ გაზეთებს ვკითხულობ და ვხედავ, რომ ხშირად მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელებსაც კი აკრიტიკებენ. თუ კრიტიკას ვერც ისინი ერიდებიან, ჩემზე ლაპარაკიც არ ღირს.
„დი გრეგორიო ? ის ჩვენი პირველი ნომერია და ძალიან მიხარია, რომ მიკელე ჩვენს კარს იცავს.
„მენტალური ასპექტი ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ როდესაც 100 პროცენტით მზად ვართ და მოედანზე გამარჯვების სურვილით გავდივართ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის მაქსიმალური კონცენტრაცია და ყურადღებაა საჭირო.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი ძალიან კონცენტრირებულია და როდესაც ის მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს და სხვა საკითხებს გასახდელში ტოვებს, ეს მის თამაშზეც აისახება, რაც ჩვენ ამ სეზონში უკვე ბევრჯერ ვნახეთ.
„კაბალი ? მისი კონდიციები უმჯობესდება. ხუანი არის ფეხბურთელი, რომლის გამოყენებაც რამდენიმე პოზიციაზე შეიძლება, ის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
