TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორი:“ დღევანდელი მატჩის მნიშვნელობა გვესმის და მზად ვართ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა რომასთან მატჩის წინ (ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ) კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება წინ. გუნდს კარგი, პროდუქტიული კვირა ჰქონდა და ამ შეხვედრას მომზადებულები ვხვდებით.

„რანიერი ? მისი კარიერა ყველა სიტყვაზე ხმამაღლა საუბრობს, ის დიდებული მწვრთნელია და ვიცით, რომ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად 100 პროცენტით დახარჯვა მოგვიწევს.

„ვლაჰოვიჩი სასტარტოში ? იერარქია კვირიდან კვირამდე იცვლება, მე ძირითადში ვაყენებ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ვარჯიშებზე თავს საუკეთესოდ წარმოაჩენენ. ის ძლიერი ფეხბურთელია, როგორც კოლო მუანი.“

error: დაცული კონტენტი !