TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ დატვირთული გრაფიკისთვის მზად ვართ, კამბიაზო უფრო სტაბილური უნდა გახდეს“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ატალანტასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ ფეხბურთელებს 2 დღე დასვენების საშუალება მივეცით, რადგან წინ ძალიან დატვირთული პერიოდი გველოდება და სულ რამდენიმე დღეში 3 მატჩის გამართვა მოგვიწევს.

„როკის სიტყვები ვერონასთან მატჩში მსაჯის შეცდომების თაობაზე (იხილეთ აქ) ? ყველაფერი უკვე ითქვა, მე დასამატებელი არაფერი მაქვს.

„კონსეისაუ და ჟეგროვა ? შიკოს გარკვეული პრობლემები აქვს და ხვალ გადაწყდება, შეძლებს თუ არა ის თამაშს. ედონი ნელ-ნელა ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმას უბრუნება.

„ვლაჰოვიჩი ? მან სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, თუმცა მე მყავს 3 შესანიშნავი ფორვარდი და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებ, თუ რა გვჭირდება კონკრეტული მეტოქის წინააღმდეგ. სათამაშო დრო ყველას მიეცემა.

„იურიჩი ? ის ჩემი მეგობარია, მას ვარჯიშის შესანიშნავი მეთოდები აქვს და ვფიქრობ, ივანი დაუფასებელი მწვრთნელია. ახლა ის ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდს წვრთნის და დარწმუნბული ვარ, თავს ძალიან კარგად წარმოაჩენს.

„გუნდის ფიზიკური კონდიცია ? მე გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა, როდესაც კვირაში მხოლოდ 1 თამაში გაქვს, შენ უკეთ მომზადება შეგიძლია, მაგრამ ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ყველა ტურნირზე მაქსიმუმი გავაკეთოთ. ეს მარტივი არ არის, თუმცა ჩვენ ხელფასს სწორედ ამისთვის ვიღებთ, ეს არა მხოლოდ იუვენტუსის, არამედ ყველა სხვა გუნდის პრობლემაა.

„კამბიაზო ნახევარმცველის პოზიციაზე ? დიახ, მას მეცალას პოზიციაზე თამაში შეუძლია, მას ამისთვის საჭირო ჭკუა და მახასიათებლები აქვს და ხედავს მოედანს ისე, როგორც ეს ნახევარმცველს შეეფერება. ანდრეა უნიჭიერესი ფეხბურთელია, მაგრამ ის უფრო სტაბილური უნდა გახდეს და განვითარება გააგრძელოს, მან თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, რომ დაუღალავად იშრომებს და თავის პოტენციალს სრულად გამოიყენებს, ამას მის ნაცვლად სხვა ვერ გააკეთებს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

334 views
error: დაცული კონტენტი !