ტუდორი:“ სიტი ძლიერია, მაგრამ ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა მანჩესტერ სიტისთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან პროდუქტიული დღეები გვქონდა, გუნდმა კარგად ივარჯიშა და მატჩისთვის მზად ვართ. წინა 2 შეხვედრაში თავი კარგად წარმოვაჩინეთ, მაგრამ გვესმის, რომ მომდევნო მეტქე სულ სხვა დონის გუნდია და მათ წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტის გაკეთება გვმართებს.
„სიტის ბურთის კონტროლი, დომინაცია და გოლების გატანა უყვარს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. იუვენტუსი ფრისთვის არასოდეს ემზადება, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება.
„ილდისი ? ის ძალიან კარგად თამაშობს. კენანის ხარისხი და ნიჭი ახალი არავისთვისაა, მაგრამ მასში მე ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობა მომწონს, ის ყოველთვის მონდომებულია.
„ტურამი ? მან ორივე მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, გამოსარჩევია კოლო მუანის, კონსეისაუსა და ალბერტოს თამაშიც.
„სავონა ? მან უნდა ივარჯიშოს, რამდენიმე კილო მოიმატოს და ორთაბრძოლებისთვის მზად იყოს, მაგრამ საერთო ჯამში მისი თამაშით კმაყოფილი ვარ.
„კოსტიჩი ? ის ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზია. ის ჩემი სტილის ფეხბურთს იდეალურად ერგება, აქვს ტემპი, ტექნიკა და შეუძლია გუნდურად თამაში, მე ეს ძალიან მომწონს.
„ტრავმირებულები ? მილიკი ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ მზად არ არის. კონსეისაუს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ის მატჩს სკამზე დაიწყებს. ლოკატელი, გატი და კოპმეიენრსი ? მათგან რომელიმე შესაძლოა სასტარტოში ვიხილოთ.“