TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორი:“ მეტოქის მიუხედავად, ჩვენ მოედანზე 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ლეჩესთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„როგორ ფორმაშია გუნდი ? ჩვენ ძალიან პროდუქტიული კვირა გვქონდა, გუნდმა კარგად ივარჯიშა და მომდევნო მატჩისთვის მზად ვართ.

„თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ როგორც ვარჯიშებზე, ასევე უშუალოდ მატჩებში 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და ამისთვის როგორც ტაქტიკურად, ასევე მენტალურად მზად უნდა ვიყოთ.

„ტურამი ? მან გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ ჯერ არ ვიცი, შეძლებს თუ არა ის ხვალ თამაშს. ასეა თუ ისე, ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და ეს პრობლემა არ უნდა იყოს.

„ვლაჰოვიჩი და კოლო ერთად ? ეს შესაძლებელია, ყველაფერს მატჩში ნახავთ.

„ჩემპიონთა ლიგის საგზური ? მათემატიკა თქვენთვის მომინდია, ჩემთვის ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მხრივ არაფერი იცვლება. ჩემი მიზანი მატჩიდან მატჩამდე გუნდის საუკეთესოდ მომზადებაა, როგორც ტაქტიკურად, ასევე მენტალურად.

„გუნდის ადაპტაცია ჩემს იდეებთან ? მე ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ვარ, იუვენტუსში დამხვდა გუნდი, რომელიც ძალიან მოტივირებული და მონდომებულია.

„კოპმეინერსი ? მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში, მე მისგან ვარჯიშებზე მეტი ენერგია დავინახე, ის ფიზიკური თვალსაზრისით უმჯობესდება.

„კონსეისაუ ? ფეხბურთელი, რომელიც მე ძალიან მომწონს, შიკოს თავისი დრიბლინგით თამაშის ბედის გადაწყვეტა ძალიან კარგად შეუძლია. ჩვენ მხოლოდ ერთ ტურნირზე ვთამაშობთ, ამიტომ მე მისთვის იმის თქმა მომიწია, რომ კონსეისაუს დრო შედარებით შეიზღუდება, თუმცა ის გუნდისთვის კვლავ მნიშვნელოვან ფეხბურთელად რჩება.

„დუგლას ლუისი ? ის ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია, ვისაც მოედნის შესანიშნავი ხედვა და დარტყმა აქვს. მიხარია, რომ დუგლასი დაბრუნდა, ის აუცილებლად დაგვეხმარება.

„ბრემერი ? მე მას ხშირად ვესაუბრები, გლეისონი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მიხარია, რომ მისი სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს.“

error: დაცული კონტენტი !