TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორი:“ ჩემი მომავალი ? ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ვენეციასთან გამარჯვების შემდეგ, რომლის წყალობითაც ტურინულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა, კომენტარი გააკეთა.

„ეს ძალიან ემოციური მომენტია. ჩვენ ვიცოდით, თუ რა იდო სასწორზე და რამდენად მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება, გუნდმა იბრძოლა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩემი მომავალი ? მსოფლიო ჩემპიონატამდე გადაწყდება, ცოტა მოითმინეთ და ყველაფერს მსოფლიო ჩემპიონატამდე გაიგებთ. მე ბედნიერი ვარ, ჩვენ კარგად ვიმუშავეთ და კარგ შედეგს მივაღწიეთ, თუცმა გუნდის გადაწყვეტილებას უნდა შევეგუოთ.

„ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, გასულ 9 მატჩში ყოველთვის საკადრო პრობლემები გვქონდა, გვიწევდა ბრემერის, კაბალის, კოპმეიენრსის და სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელების გარეშე თამაში, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს შესანიშნავი გუნდია, დიდი პოტენციალით, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია თამაში და გამარჯვებისთვის ბრძოლა. იუვენტუსს ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობა ჰყავს და ზოგჯერ ეს იგრძნობა, მაგრამ გუნდის ხარისხი აშკარაა.

„მსოფლიო ჩემპიონატი ? ამ თემაზე გადაწყვეტილება ტურნირის დაწყებამდე უნდა მივიღოთ, სხვაგვარად არც გუნდის და არც ჩემს მიმართ სამართლიანი არ იქნება.“

error: დაცული კონტენტი !