TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტუდორი:“ არასასურველი შედეგი, თუმცა ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ“

იგორ ტუდორმა ატალანტასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დღევანდელი მატჩის შემდეგ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. პირველი ტაიმი იყო საუკეთესო მას შემდეგ, რაც მე აქ მოვედი, მეორე ნახევარში უფრო გაგვიჭირდა, მატჩის მიწურულს კი მოგება შეგვეძლო და სამწუხაროდ ეს ვერ გავაკეთეთ.

„ატალანტა ძალიან ძლიერი, ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდია და მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ არის. შედეგი არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ თამაშის მხრივ დღეს გუნდით კმაყოფილი ვარ.

„ბრემერის ტრავმა ? ვფიქრობ, სერიოზული არაფერია, ეს ძალიან ფიზიკური მატჩი იყო და სავარაუდოდ ის უბრალოდ გადაიღალა. სამწუხაროა, რომ შეცვლის გამოყენება მომიწია, რადგან დევიდთან ერთად შესაძლოა ბოლო 15 წუთში მეტი გაგვეკეთებინა.

„ტურამი ? ხეფრენს ძალიან კარგი პირველი ნახევარი ჰქონდა, თუმცა მეორე ტაიმში წვივმა შეაწუხა. როგორც უკვე ვთქვი, ეს ფიზიკურად ძალიან მომტხოვნი მატჩი იყო, ფეხბურთელებს ბურთით და მის გარეშე ბევრი მოძრაობა უწევდათ და ეს მარტივი არ არის. ტურამი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და მისი თამაშით კამყოფილი ვარ.

„შეტევის ხაზი ? მე სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო და შეტევაში დავაყენო ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს მეტოქეს შეეფერება. ოპენდა თავს საუკეთესოდ მაშინ წარმოაჩენს, როდესაც სივრცეებია, დევიდს საჯარიმოსთან ახლოს ყოფნა უყვარს, რადგან ის მეორე სართულზე ძალიან კარგია.

„კაბალი ? ის ბოლო კვირებში ძალიან კარგად ვარჯიშობს, ხუანი ძლიერი ფეხბურთელია და მიხარია, რომ ის გუნდის განკარგულებაში დაბრუნდა.

„აჯიჩი ? მან თამაში დაიმსახურა, ვასილიე ძალიან ხარისხიანი და ნიჭიერი ფეხბურთელია. მან გარკვეულ ეპიზოდებში შეცდომა დაუშვა, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია, ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და შეცდომების გარეშე განვითარება შეუძლებელია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

217 views
error: დაცული კონტენტი !