ტოტი:“ სპალეტი იუვენტუსში ? თუ ეს მართალია, ტურინელებმა შესანიშნავი არჩევანი გააკეთეს“
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში შესაძლო მისვლა შეაფასა.
„სპალეტი იუვენტუსის სათავეში ? ვნახე, რომ ლუჩიანო იუვენტუსის მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია. არ ვიცი, მართალია თუ არა ეს, მაგრამ თუ სპალეტიმ იუვენტუსი ჩაიბარა, ეს სწორი ნაბიჯი იქნება.
„სპალეტი გამორჩეული პროფესიონალია, მან თავისი კლასი უკვე არაერთხელ დაამტკიცა და იუვენტუსს სწორედ მისი მსგავსი სპეციალისტი სჭირდება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
