TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოტი:“ ილდისი ნიჭიერია, მაგრამ მისი დელ პიეროსთან შედარება უსამართლოა“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ კენან ილდისის კრიტიკოსებს უპასუხა.

„დელ პიეროს ნომერი ილდისს ? კენანი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ვისაც თავისი შესაძლებლობების დამტკიცება მოედანზე მოუწევს.

„ეჭვგარეშეა, რომ კენანს დიდი პოტენციალი აქვს და მას შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს, მაგრამ მისი დელ პიეროსთან შედარება უსამართლობაა. დელ პიეროს მიღწევების განმეორება ნებისმიერისთვის ურთულესი ამოცანა იქნება.

„10-ნომრიანი მაისურის ტარება მარტივი არავისთვის არის, ეს ძალიან დიდი ტვირთია.“