TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოტენჰემმა კიეზას გაფორმებაზე უარი თქვა…

გასულ დღეებში ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე ყველაზე აქტიურად ტოტენჰემი მუშაობდა, თუმცა ბრიტანული წყაროების ცნობით, ინგლისელებმა იტალიელის გაფორმებაზე უარი თქვეს.

SportsmoleUK-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა, ამიტომ ლონდონელები იუვენტუსს კიეზას თაობაზე ოფიციალური წინადადებით არ მიმართავენ.

სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ჯერ კიდევ 1 თვეა დარჩენილი, თუმცა სულ უფრო იზრდება იმის შანსი, რომ კიეზამ გუნდი მომდევნო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.