TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოტენჰემი ხეფრენ ტურამის ტრანსფერით ინტერესდება

ბრიტანული მედიის ცნობით, ტოტენჰემი იუვენტუსის ნახევარმცველის ხეფრენ ტურამის ტრანსფერით ინტერესდება.

Givemesport-ის ცნობით, ლონდონურმა გუნდმა ფრანგი ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვა და იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყება ცადა, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღო.

წყაროს ინფორმაციით, ტურამი იუვენტუსის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრება და მის გაყიდვას ბიანკონერი არ აპირებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !