TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოტენჰემი ლოკატელის მიმართ ინტერესს არ კარგავს

ბრიტანელი ჟურნალისტის პიტ ო’რურკის ცნობით, ტოტენჰემი იუვენტუსის ნახევარმცველის მანუელ ლოკატელის მიმართ ინტერესს არ კარგავს.

წყაროს ცნობით, ლონდონელები უახლოეს პერიოდში იტალიელი ფეხბურთელის თაობაზე იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებას ეცდებიან.

ლოკატელის გაყიდვა ბიანკონერის გეგმებში არ შედის, თუმცა შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ფეხბურთელის წასვლა გამორიცხული არ არის.