ტოტენჰემი კიეზასთან პირადი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ცდილობს
ბრიტანული გამოცემა CaughtOffside-ს ინფორმაციით, ტოტენჰემი ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისელები იტალიელ ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობენ, იტალიელი კი თავის მხრივ 8 მილიონ ევროს ითხოვს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ მხარეებმა საერთო ენის გამონახვა შეძლეს, ტოტენჰემს მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 25-30 მილიონის გადახდა არ გაუჭირდება.