TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოტენჰემმა კიეზასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერის დახურვას ცდილობს

ინგლისური გამოცემა TEAMtalk-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი იუვენტუსის გარემარბის ფედერიკო კიეზას გაფორმებასთან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, ლონდონურმა გუნდმა იტალიელთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, რომლის მიხედვითაც ფედერიკო გასამრჯელოს სახით სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დაწყებულია იუვენტუსთანაც, ბიანკონერი მის სანაცვლოდ 25 მილიონსა და ბონუსებს ითხოვს.