ტოტენჰემი ბრემერის ტრანსფერში ვიკარიოს ჩართვას ცდილობს
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი გლეისონ ბრემერის ტრანსფერზე გააქტიურდა.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელი მცველის ხილვა ინგლისური გუნდის რიგებში პირადად რობერტო დე ძერბის სურს.
გამოცემის ინფორმაციით, ტოტენჰემი მზად არის, იუვენტუსს ბრემერის სანაცვლოდ ფულთან ერთად გილერო ვიკარიო შესთავაზოს.
ტურინული გრანდი თავის მხრივ ამ მომენტისთვის დიბუ მარტინესის ტრანსფერზე მუშაობს და ვიკარიო პრიორიტეტი არ არის.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
