TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტონი:“ იუვეს მაისური ძალიან მძიმეა, მაგრამ ვლაჰოვიჩი მოტასთან ერთად აუცილებლად მოუმატებს“

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ Tuttomercato-სთან საინტერესო თემებზე, მათ შორის დუშან ვლაჰოვიჩზე ისაუბრა.

„ვლაჰოვიჩის გაცუდებული მომენტები ? ზოგჯერ შენ კარგ მომენტს აცუდებ, მაგრამ ფეხბურთელს ერთი ეპიზოდით ვერ განსჯი. დუშანი ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ფორვარდია, დარწმუნებული ვარ, ტიაგო მოტასთან ერთად ის თავისი პოტენციალის სრულად წარმოჩენას შეძლებს.

„იუვენტუსის მაისური ძალიან მძიმეა, ბიანკონერის რიგებში თამაში მენტალურად მარტივი არავისთვის არის, თუმცა ვლაჰოვიჩი თავის გასაკეთებელს შესანიშნავად ართმევს თავს.“