TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტონი:“ იუვენტუსს კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ მათ დაცვაში უკეთ უნდა ითამაშონ“

ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა და მათ შორის იუვენტუსსაც შეეხო.

„იუვენტუსის მატჩი დორტმუნდთან ? ეს კარგი მატჩი იყო, იუვენტუსმა ბოლომდე იბრძოლა და საჭირო ქულა მოიპოვა, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუნდი ძალიან ბევრ გოლს უშვებს. ტუდორის ბიჭებმა დორტმუნდთან და ინტერთან დაამტკიცეს, რომ გუნდმა ბრძოლის სურვილი დაიბრუნა, რაც ნამდვილად პოზიტიური სიგნალია. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, მაგრამ აშკარაა, რომ ტუდორს გარკვეულ ასპექტებზე სამუშაო აქვს.

„დი გრეგორიო ? ვფიქრობ, ერთი ფეხბურთელის დადანაშაულება შეცდომაა. დაცვაში კარგი თამაშისა და ცოტა გოლის გასაშვებად გუნდური თამაშია საჭირო, მხოლოდ მეკარე საკმარისი არ არის.

„ვლაჰოვიჩი ? დუშანის მიმართ ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ მისი ხელფასი ზედმეტად მაღალია, თუმცა ეს სერბის პრობლემა არ არის, იუვენტუსმა მას ეს კონტრაქტი შესთავაზა. ვფიქრობ, დუშანი საჯარიმოს შიგნით ნამდვილი მკვლელია, მისი მსგავსი არა მხოლოდ სერია ა-ში, არამედ მთელს ევროპაში ძალიან ცოტაა. მიხარია, რომ მან სეზონი კარგად დაიწყო, რაც დიდწილად ტუდორის დამსახურებაა.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

176 views
error: დაცული კონტენტი !