ტონალიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
იტალიური მედიის ცნობით, სანდრო ტონალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნიუკასლს არ დატოვებს.
იტალიელი ფეხბურთელი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე იყო, თუმცა Sky Sport-ის ცნობით, ტონალიმ ნიუკასლსში დარჩენა გადაწყვიტა და სხვა გუნდებთან მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს.
იუვენტუსი დუგლას ლუისის გაყიდვაზე მუშაობას აგრძელებს და პარალელურად ტონალის ალტერნატივების ძიებაშია.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)