ტონალი კვლავ პრიორიტეტია, თუმცა იუვემ მისი ალტერნატივა შეარჩია
Tuttosport-ის ინფორმაციით, სანდრო ტონალი ნახევარდაცვის გასაძლიერბელად კვალვ იუვენტუსის მთავარ სამიზნედ მოიაზრება, თუმცა ტურინულ გრანდს მისი ალტერნატიული ვარიანტი შერჩეული ჰყავს.
წყაროს ცნობით, ტონალის გაფორმება ამ მომენტისთვის ურთულესი ამოცანაა, რადგან ნიუკასლს მისი გაყიდვა არ სურს და იტალიელის სანაცვლოდ მინიმუმ 80-90 მილიონს ითხოვს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ იუვენტუსს ტონალის გაფორმება არ გამოუვიდა, ბიანკონერი ბენფიკას 25 წლის ნახევარმცველის ფლორენტინო ლუისის ტრანსფერზე იმუშვებს. მისი ფასი დაახლოებით 30-35 მილიონია.