TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტონალი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნიუკასლის ნახევარმცველი სანდრო ტონალი იუვენტუსის პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ტონალის ტრანსფერში დუგლას ლუისის ჩართვას გეგმავს, თუმცა არც დუშან ვლაჰოვიჩისა და ფედერიკო გატის გამოყენებაზე იტყვის უარს.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ტონალის აგენტს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა ტურინული გრანდის ინტერესი სერიოზულ სახეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.

error: დაცული კონტენტი !