TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტომორი იუვენტუსს უახლოვდება

იტალიური მედიის ცნობით, ფიკაიო ტომორი იუვენტუსში ტრანსფერთან ახლოს არის.

IlBIanconero-ს ცნობით, ტურინული გრანდი ინგლისელ მცველს ბონუსების ჩათვლით 25-30 მილიონ ევროდ გაიფორმებს.

წყაროს ინფორმაციით, ტომორის იუვენტუსში ტრანსფერს ფეხბურთელის საბოლოო მწვანე შუქი აშორებს.

იუვენტუსი ინტერესს ინარჩუნებს დავიდ ჰანცკოს მიმართაც, ბიანკონერიმ ფეიენორდთან ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე დეტალები უკვე შეათანხმა, თუმცა ნიდერლანდელებს მისი შუა სეზონში გაშვება არ სურთ და ის იუვენტუსს ზაფხულში შეუერთდება.

29 views
error: დაცული კონტენტი !