TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტიდობის ტრანსფერი უახლოეს საათებში დაიხურება

ჟან-კლერ ტოდიბოს იუვენტუსში ტრანსფერი უახლოეს საათებში საბოლოოდ დაიხურება.

იუვენტუსმა ნიცასთან ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. 24 წლის ფრანგის არენდა ბიანკონერის 7-8 მილიონი ევრო დაუჯდება, მისი შემდგომში 25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.

ფრანგი ტურინში ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი გასამრჯელო ბონუსების ჩათვლით 2.5 მილიონი ევრო იქნება.