TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოდიბოს ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა, იუვენტუსმა 3 ალტერნატივა შეარჩა

ჟან კლერ ტოდიბოს იუვენტუსში ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა, ფრანგი ფეხბურთელი კარიერას ვესტ ჰემში გააგრძელებს, ტურინულმა გრანდმა კი მისი ალტერნატივის ძიება უკვე დაიწყო.

იტალიური წყაროების ცნობით, იუვენტუსი ნიცას მოთხოვნილი 35 მილიონი ევროს დათანხმდა, მაგრამ ფრანგებმა ითხოვეს კონტრაქტში პუნქტის ჩადება, რომლის მიხედვითაც ნიცა მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში დამატებით 25 პროცენტს მიიღებდა, რაც იუვენტუსისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ვესტ ჰემი კი ამ მოთხოვნას დათანხმდა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი აიაქსის 24 წლის მცველის იოსიპ სუტალოს, ბარსელონას კლემენ ლენგლესა და არსენალის იაკუბ კივიორის კანდიდატურებს განიხილავს.