TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტოდიბოს იუვენტუსში გადასვლის შანსი მცირდება

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ვესტ ჰემის მცველის ჟან კლერ ტოდიბოს იუვენტუსში ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელია.

წყაროს ცნობით, ამის მთავარი მიზეზი ინგლისელების ფინანსური მოთხოვნებია. ჩაქუჩები ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ აპირებენ და მის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვენ.

ამის გარდა, ტოდიბო ტრავმირებულია და ის მოედანზე დაახლოებით 3 კვირა ვერ დაბრუნდება, რაც მის იუვენტუსში ტრანსფერს ფაქტობრივად გამორიცხავს.

30 views
error: დაცული კონტენტი !