TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტოდიბო იუვენტუსს უახლოვდება

იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ჟან-კლერ ტოდიბოს გაფორმებასთან ახლოს არის.

წყაროს ცნობით, ტურინულ გრანდსა და ფრანგ ფეხბურთელს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია და ახლა გუნდები იმ ფორმულის პოვნას ცდილობენ, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

იუვენტუსი დიდი ალბათობით 24 წლის მცველს 1-წლიანი იჯარით გაიფორმებს, მისი შემდგომში 30-35 მილიონი ევროს სანაცვლო გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც მარტივად მიღწევადი პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.