Tether-ს იუვენტუსის აქციების საკონტროლო პაკეტის ყიდვა სურს
როგორც უკვე მოგახსენეთ, კრიპტო ქოინ Tether-მა რამდენიმე დღის წინ 50 მილიონად იუვენტუსის აქციების 5 პროცენტი იყიდა (დეტალები იხილეთ აქ).
იტალიური წყაროების ცნობით, Tether-ის გენერალურ დირექტორს პაოლო არდონიოს, ვინც ტურინელი და ბავშვობიდან იუვენტუსის ქომაგი გახლავთ, ბიანკონერის აქციების 51 პროცენტის ყიდვა და საკონტროლო პაკეტის მოპოვება სურს.
გუიდო ვიკაჯოს ინფორმაციით, ჯონ ელკანი ჯერჯერობით იუვენტუსის საკონტროლო პაკეტის გაყიდვას არ აპირებს. შეგახსენებთ, იუვენტუსის აქციების 79 პროცენტი კვლავ Exor-ის საკუთრებაშია.