TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტეომ შესაძლოა იუვენტუსთან მატჩი გამოტოვოს

სანაკრებო პაუზის შემდეგ, იუვენტუსი მილანთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა და როგორც ბიანკონერი, ასევე როსონერი ამ შეხვედრას საკადრო პრობლემების ფონზე ხვდება.

SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსის წინააღმდეგ შესაძლოა გუნდის დახმარება ტეო ერნადნესმა ვერ შეძლოს, ვინც კუნთის პრობლემების გამო იტალიის წინააღმდეგ საფრანგეთის ნაკრების დახმარება ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, მილანი იუვენტუსს სან სიროზე 23 ნოემბერს უმასპინძლებს. ბიანკონერის ტრავმების გამო ბრემერი, მილიკი, კაბალი, აჯიჩი და გონსალესი ვერ დაეხმარებიან, დუგლას ლუისის და დუშან ვლაჰოვიჩის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

47 views
error: დაცული კონტენტი !