TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტედესკო იუვენტუსის დროებითი მწვრთნელის პოზიციაზე განიხილება

ტიაგო მოტა მიმდინარე სანაკრებო პაუზის დროს იუვენტუსს არ დატოვებს და ის ჯენოასთან მატჩში ბიანკონერის სათავეში იქნება, თუმცა თუ გუნდმა გენუელებთან გამარჯვება ვერ მოიპოვეს, მისი გაშვება გარდაუვალი იქნება.

SportItalia-ს ცნობით, ტურინული გრანდი მოვლენების ასეთი განვითარებისთვის უკვე ემზადება და დროებითი მწვრთნელის ძიებაშია.

გამოცემის ინფორმაციით, სეზონის ბოლომდე იუვენტუსის ჩაბარების ერთ-ერთი კანდიდატი ბელგიის ყოფილი მწვრთნელი დომენიკო ტედესკოა. მან ბელგია მიმდინარე წლის იანვარში დატოვა და ამ მომენტისთვის უგუნდოდ არის დარჩენილი.

47 views
error: დაცული კონტენტი !