TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტარე ვლაჰოვიჩთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს

SportItalia-ს ინფორმაციით, მილანი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

წყაროს ცნობით, როსონერის სპორტული დირექტორი იგლი ტარე სერბი ფროვარდის ტრანსფერზე პირადად მუშაობს და ვლაჰოვიჩთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს.

თუ დუშანმა ხელფასის 6-7 მილიონამდე შემცირებაზე თანხმობა განაცხადა, როსონერი იუვენტუსს სერბის თაობაზე პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართავს. ტურინულ გრანდს ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

278 views
error: დაცული კონტენტი !