ტარდელი:“ სპალეტიმ იუვენტუსი რადიკალურად შეცვალა, ახლა გუნდს ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია“
იუვენტუსის ლეგენდამ მარკო ტარდელიმ Gazzetta dello Sport-თან ისაუბრა.
„ლუჩიანო სპალეტის იუვენტუსში მისვლის შემდეგ, ბიანკონერი სრულიად სხვა გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. სპალეტიმ იუვენტუსში მიიტანა გამოცდილება, ქარიზმა, გამარჯვებულის მენტალიტეტი და ეს ყველაფერი სულ რამდენიმე კვირაში მოახერხა.
„იუვენტუსი ახლა უფრო თავდაჯერებული, სოლიდური, ამბიციური და მოტივირებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. კარგი შედეგების გარდა, გუნდი გაცილებით ორგანიზებულ და დომინანტ ფეხბურთს თამაშობს, ლუჩიანო შემადგენლობის რესურსს იდეალურად იყენებს და ჯან პიერო გასპერინის რომასთან ნაჩვენები თამაში ამის შესანიშნავი მაგალითია.
„ვფიქრობ, თუ ბრემერმა ფორმა დაიბრუნა და რეგულარულად თამაში შეძლო, იუვენტუსი მომდევნო ტურებში კიდევ უფრო გაძლიერდება და არ გამოვრიცხავ, რომ გუნდმა ტიტულისთვის იბრძოლოს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
