ტარდელი:“ მოტა კარგი მწვრთნელია, მაგრამ…“
იუვენტუსის ლეგენდამ მარკო ტარდელიმ Tuttosport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„ფიორენტინასთან და ატალანტასთან მარცხები ? სამწუხაროდ, პრობლემა მხოლოდ ეს მატჩები არ არის. აშკარაა, რომ ტიაგო მოტასა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა.
„როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა ? ვფიქრობ, უკვე ძალიან გვიანია, რადგან მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის უკვე ძალიან დიდი ნაპრალია. სამწუხაროდ, გუნდმა თავის დროზე ჩარევა და სიტუაციის გამოსწორება ვერ შეძლო, ახლა კი ძალიან გვიანია.
„ამ მომენტისთვის იუვენტუსში ყველაფერი ცუდად მიდის, აბსოლუტურად ყველა დონეზე. ფეხბურთელები თავს მიტოვებულებად გრძნობენ, რაც მათ თამაშზეც აისახება. მაგალითისთვის, ვლაჰოვიჩი. ასეთი დონის ფეხბურთელის გუნდიდან მოკვეთა და მისი მუდმივად სკამზე დატოვება დაუშვებელია.
„ჩემპიონთა ლიგის საგზური ? იუვენტუსს სეზონის ოთხეულში დასრულება ჯერ კიდევ შეუძლია, გუნდს ამისთვის საკმარისი პოტენციალი აქვს, მაგრამ მათ უნდა მოუმატონ, სხვაგვარად ძალიან გაუჭირდებათ.
„მოტას მომავალი ? ახლა მისი გუნდიდან გაშვება კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას გამოიწვევს. მე მომწონს იუვენტუსის ტრადიცია, რომლის მიხედვითაც მწვრთნელს სეზონის დასრულების საშუალება ეძლევა და გადაწყვეტილებას გუნდის ხელმძღვანელობა მხოლოდ ამის შემდეგ იღებს.
„მოტა კარგი მწვრთნელია, მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ გააცნობიერა, რას ნიშნავს იუვენტუსი. სეზონის ბოლოს გუნდის ხელმძღვანელობას ამ თემაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
„კონტე თუ გასპერინი ? კონტე იუვენტუსისთვის იდეალური კანდიდატია, მან გუნდის სტრუქტრუა კარგად იცის, თუმცა გასპერინი არანაკლებ ძლიერი მწვრთნელია და მასთან ერთად კოპმეინერსი კვლავ შესანიშნავად ათამაშდება.
„კოპმეინერსი ? მის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა შეუძლებელია, მან წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია. პრობლემა არის სისტემა და სქემა, რომელშიც ტეუნს თავისი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება არ ეძლევა.“