ტარდელი:“ იუვენტუსში არსებული სიტუაცია სრულად მოტას ბრალია“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ ტურინული გრანდის არც თუ ისე კარგი შედეგების გამო ტიაგო მოტა გააკრიტიკა.
„იუვენტუსის პრობლემების მთავარი მიზეზი ამ მომენტისთვის ტიაგო მოტაა. მან უნდა შეწყვიტოს იმ იდეების განხორციელებაზე მუშაობა, რომელთათვის შესაბამისი შემადგენლობა არ ჰყავს.
„მოტამ თავისი იდეები უნდა მოარგოს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა მის განკარგულებაშია და არა პირიქით.
„ვლაჰოვიჩს რაც შეეხება, იმის მიუხედავად, რომ მას არც თუ ისე კარგი პერიოდი აქვს, დუშანი მაინც შესანიშნავ ფორვარდად რჩება.“