TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტარდელი:“ იუვენტუსს შესანიშნავი სეზონი ექნება“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ La Stampa-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, იუვენტუსს წინ ძალიან პოზიტიური სეზონი ელოდება და ამის არაერთი მიზეზი არსებობს. ძალიან ამბიციური და გაბედული მწვრთნელი, ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც თავს დაცულად გრძნობენ და სამუშაოდ ყველა კომფორტი შექმნილი აქვთ.

„გუნდის ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იმუშავა და როგორც მწვრთნელს, ასევე ქომაგებს პოზიტიური სეზონისთვის ყველაფერი მისცა. პირველ 2 მატჩში იუვენტუსისგან ახალი იდეები, გაბედული თამაში და მოტივაცია ვიხილეთ, რომელიც გუნდს გასულ სეზონში აკლდა.

„მე ვხედავ ფეხბურთელებს, რომლებსაც ერთად ყოფნა, ერთმანეთისთვის თამაში და ბრძოლა უხარიათ. მე ასეთი რამ იუვენტუსში უკვე ვნახე, გუნდში ტრაპატონის გამოჩენამ იუვენტუსს დიდი ენთუზიაზმი შესძინა და იმედი მაქვს, ყველაფერი ანალოგიურად წარმატებულად განვითარდება“