TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტარდელი:“ იუვენტუსმა მოტას შესაბამისი გუნდი უნდა მისცეს…“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ ტურინულ გრანდში მიმდინარე ცვლილებეზე ისაუბრა.

„იუვენტუსის სტარტი ძალიან მომწეონა, გუნდმა პირველ ტურში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, ვნახეთ ახალი იდეები და ახალი იუვენტუსი, მეტად აქტიური, მოტივირებული და შეტევისკენ მომართული.

„უნდა ითქვას, რომ იუვენტუსის შემადგენლობა ჯერჯერობით სრულყოფილი არ არის. თუ ჯუნტოლი ტურინში გონსალესისა და კოპმეინერსის მიყვანას შეძლებს, სკუდეტოს მოპოვების შანსი საგრძნობლად გაიზრდება.“