TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტარდელი:“ იუვე საგრძნობლად გაძლიერდა და ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლებს“

იუვენტუსის ლეგენდამ მარკო ტარდელიმ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„იუვენტუსის სტარტი ? გუნდს კარგი სტარტი აქვს, ტუდორმა გუნდს დაუბრუნა ის მენტალიტეტი, რომელიც იუვენტუსს გასულ წლებში დაკარგული ჰქონდა, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„ვლაჰოვიჩის სიტუაცია ? მე ის ბოლო პერიოდში ძალიან მომწონს. დუშანი უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და ცივსისხლიანია, ის ბურთის თითოეულ მიღებაზე რაღაცის მოგონებას არ ცდილობს. ფაქტია, რომ დუშანზე ტუდორის ნდობამ კარგად იმოქმედა და იმედი მაქვს, მას ძალიან კარგი სეზონი ექნება, ეს გუნდს აუცილებლად დაეხმარება.

„ინტერთან მოახლოებული მატჩი ? ვფიქრობ, ეს შეხვედრა იუვენტუსისთვის უფრო მნიშვნელოვანია. ტურინელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მილანურ გუნდთან ჩამორჩენა შეამცირეს, ინტერმა თავისი შესაძლებლობები გასულ წლებში არაერთხელ დაამტკიცა და ვფიქრობ, ჩივუსთან ერთად ნერაძური არანაკლებ ამბიციური იქნება.

„საერთო ჯამში, იუვენტუსი გასულ სეზონთან შედარებით გაძლიერდა და იგორ ტუდორს აქვს ყველაფერი, ამბიციური მიზნებისთვის იბრძოლოს.“

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !