TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტარდელი:“ ინტერი – იუვენტუსის მატჩი ტურინელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია“

იუვენტუსის ლეგენდამ მარკო ტარდელი მოახლოებული Derby d’Italia-ს შესახებ ისაუბრა.

„ინტერი – იუვენტუსის დაპირისპირება ყოველთვის 3 ქულაზე მეტს ნიშნავს და გამონაკლისი არც ეს დაპირისპირება იქნება.

„ვფიქრობ, ეს შეხვედრა იუვენტუსისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტერისთვის. ჩემპიონთა ლიგაზე ცუდი თამაშისა და პირველი მარცხის შემდეგ, გუნდს დამაჯერებელი თამაში და პოზიტიური შედეგი სჭირდება. ინტერთან მარცხი იუვენტუსს პირველ რიგში მენტალურ ასპექტში შეუქმნის პრობლემებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“