ტაკინარდი:“ ვილიარეალთან იუვენტუსმა ტუდორის მისვლის შემდეგ ყველაზე ცუდი ტაიმი ჩაატარა“
იუვენტუსის ლეგენდამ ალესიო ტაკინარდიმ ვილიარეალთან მატჩი შეაფასა.
„იუვენტუსი პირველ ნახევარში ძალიან ცუდი იყო, ვფიქრობ, ტუდორის ეპოქაში ეს ყველაზე უსახური იუვენტუსი იყო. ნელი, ყოველგვარი ენერგიისა და ენთუზიაზმის გარეშე. მთელი გუნდი ილდისის ინდივიდუალური შედევრის მოლოდინში იყო და სხვა იდეა არ ჰქონდათ.
„მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი იყო. გუნდი მოედანზე მოტივირებული გამოვიდა, თავისი ძლიერი მხარეების გამოყენებას ეცადა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა.
„კოპმეიენრსი ? აშკარაა, რომ ტეუნს მენტალური პრობლემები აქვს. ის ხარისხიანი ფეხბურთელია, კოპმეიენრსი ატალანტაში წლების განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობდა და სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, ამიტომ გუნდი უნდა ეცადოს და მას დაკარგული თავდაჯერებულობა დაუბრუნოს.
„ისიც უნდა ითქვას, რომ დევიდს ის მომენტი რომ გამოეყენებინა, იუვენტუსი დიდი ალბათობით ამ შეხვედრაში გაიმარჯვებდა. ასეთი მომენტის გაცუდება უბრალოდ წარმოუდგენელია.
„ბოლო 20 წუთში იუვენტუსმა ინტენსიობას უკლო და ინიციატივა მეტოქეს დაუთმო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ეს სრულიად დაუშვებელია და გუნდი დაისაჯა კიდეც.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
