TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ ვიმეორებ, იუვენტუსს დელ პიერო სჭირდება“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ გუნდს ალესანდრო დელ პიეროს ბიანკონერის რიგებში დაბრუნებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ის, რაც ჩვენ ემპოლისთან მატჩში ვიხილეთ, სრულიად მიუღებელია. ფეხბურთელებს არ ესმით, თუ რას ნიშნავს იუვენტუსის მაისურის ტარება, ბიანკონერის რიგებში იუვენტუსის DNA აღარ შეინიშნება და ამის დაბრუნება გუნდში სწორედ დელ პიეროს შეუძლია.

„მწვრთნელი ყველაფერს ვერ გააკეთებს, მას გუნდის ხელმძღვანელობის გვერდში დგომა სჭირდება და დელ პიეროზე უკეთ ამას ვერავინ გააკეთებდა, ის თითოეული ფეხბურთელისთის მისაბაძი მაგალითი და დამატებით მოტივაცია იქნებოდა.“

error: დაცული კონტენტი !