TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ ტუდორმა იუვენტუსს იდენტობა დაუბრუნა“

იუვენტუსის ლეგენდამ ალესიო ტაკინარდიმ უდინეზესთან მატჩი შეაფასა და იგორ ტუდორს მუშაობა მოუწონა.

„ტუდორმა უდინეზესთან მატჩის წინ თქვა, რომ მას გუნდი ძალიან რთულ ფიზიკურ და მენტალურ სიტუაციაში დახვდა. იუვენტუსი მთელი სეზონის განმავლობაში არასტაბილური იყო, ფიორენტინასთან და ატალანტასთან მარცხების შემდეგ კი დიდი იყო ალბათობა, გუნდს სრული კოლაფსი განეცადა, მაგრამ ტუდორი ამ ყველაფერს გაუმკლავდა და გუნდს იდენტობა დაუბრუნა.

„იუვენტუსის მთავარი პრობლემა ბოლო წლებში მენტალური ასპექტი იყო, რაც ჩვენ ამ სეზონში არაერთხელ დავინახეთ, თუმცა ტუდორის გუნდში მისვლის შემდეგ იუვენტუსი ბოლომდე იბრძვის, რაც ძალიან მნიშვნლეოვანია.

„ახლა ყველაფერი იუვენტუსის ხელშია, თუმცა მათ ვენეციასთან მარტივი გასეირნება არ ელოდებათ. ყველამ ვიცით, რომ თითოეული გუნდი იუვენტუსის წინააღმდეგ 100 პროცენტით იხარჯება.“

error: დაცული კონტენტი !