ტაკინარდი:“ ტუდორმა შეტევაში გამოსავალი უნდა იპოვნოს, გუნდი სულ ილდისის სასწაულის იმედად ვერ იქნება“
იუვენტუსის ლეგენდამ ალესიო ტაკინარდიმ იუვენტუსი – ატალანტას მატჩი შეაფასა.
„გასული ტურის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. იუვე პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა გუნდმა უპირატესობის ანგარიშში ასახვა ვერ შეძლო, რის გამოც დაისაჯა კიდეც.
„იუვენტუსს შეტევის ხაზში ძალიან დიდი ხარისხი და არჩევანი აქვს, ტუდორმა უნდა იპოვნოს გზა, თუ როგორ გამოიყენოს მის ხელთ არსებული რესურსი, რადგან გუნდს აშკარად მეტი შეუძლია და იუვენტუსი ყოველთვის ილდისის ინდივიდუალური ოსტატობისა და სასწაულის იმედად ვერ იქნება.
„ვილიარეალთან გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტესტი ელოდება და იმედი მაქვს, გუნდი საჭირო დასკვნებს გამოიტანს და ლიგაზე 3 ქულას მოიპოვებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
