TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ ტუდორს იუვენტუსში ურთულესი სიტუაცია დახვდა, ამიტომ მას მხოლოდ ქება ეკუთვნის“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ინსტაგრამის მეშვეობით იგორ ტუდორს მიმართა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„იგორ, იგორ, ტუდორ, ტუდორ, ვიცი, თუ რამდენად გინდოდა იუვენტუსის გაწვრთნა, ვიცი, თუ რამდენად რთულ ფიზიკურ და მენტალურ სიტუაციაში დაგხვდა გუნდი მას შემდეგ, რაც მათ ატალანტასთან და ფიორენტინასთან გამანადგურებელი ანგარიშებით წააგეს, მაგრამ შენ მათი გაერთიანება, გადაჯგუფება და უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევა შეძელი.

„მინდა მივულოცო ლოკატელისაც, მან უდიდესი მნიშვნელობისა და მენტალურად უმძიმესი 11-მეტრიანის დარტყმა ითავა და ის უბადლოდ შეასრულა. შენ დაამტკიცე, რომ იუვენტუსის კაპიტნის სამკლაურის ღირსი ხარ.

„გამოსარჩევია ილდისიც, მას მონცასთან ცუდი მომენტი ჰქონდა, თუმცა წითელმა ბარათმა არ გატეხა, მოედანზე დაბრუნდა და გადამწყვეტი როლიც ითამაშა. ასაკის მიუხედავად, ის გუნდის ლიდერად ყალიბდება.

„ველოდები, რომ მომდევნო სეზონში ილდისი, ტურამი და ბრემერი გუნდის წამყვანი ფეხბურთელები იქნებიან.“

error: დაცული კონტენტი !