TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ ტუდორი იუვენტუსში უბედნიერესია, კონტეს გადაწყვეტილებამ გამაკვირვა“

იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ტურინულ გრანდში მწვრთნელის სიტუაციაზე ისაუბრა.

„იუვენტუსს ძალიან რთული სეზონი ჰქონდა, თუმცა ბოლო ტურში გუნდმა საჭირო გამარჯვება მოიპოვა და მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია.

„მე ტუდორს ვესაუბრე, ის სეზონის პოზიტიური ფინიშის გამო ძალიან ბედნიერი იყო, იგორმა გუნდი ურთულეს მდგომარეობაში ჩაიბარა, ლომივით იბრძოლა და მიზანს მიაღწია.

„კონტე ? ის, როგორც ტუდორი, ჩემი კარგი მეგობარია. მე მჯეროდა, რომ ანტონიო იუვენტუსში დაბრუნდებოდა, რადგან ეს იდეალური დროა, ამიტომ კონტეს გადაწყვეტილებამ გამაკვირვა. მე ჯერ კიდევ არ ვიცი, რა მოხდა და რატომ თქვა უარი კონტემ.“

error: დაცული კონტენტი !