TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტაკინარდი:“ თუ ლოკატელის მსურველები ჰყავს, იუვემ ის უნდა გაყიდოს“

იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ მანუელ ლოკატელის სიტუაციაზე ისაუბრა.

„ლოკატელის სიტუაცია მარტივი არ არის. ალეგრი მას განვითარებაში არ ეხმარებოდა, მას უნდოდა ისეთი ფეხბურთელი, რომელცი უკვე მზად იყო, ლოკატელის კი თავის მხრივ სჭირდებოდა მწვრთნელი, ვინც მას მუშაობის, განვითარების საშუალებას მისცემდა.

„ლოკატელის ბოლო სეზონი ჩავარდნა იყო. მე მას მოტას გუნდში, ვინც განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, სიამოვნებით ვიხილავდი, მაგრამ თუ იუვენტუსმა შესაბამისი წინადადება მიიღო, გუნდმა ის უნდა გაყიდოს.

„მანუელს არ აქვს გამბედაობა, ის დიდწილად პასებს უკან აკეთებდა, რის გამოც კრიტიკასა და ქომაგების სტვენას იმსახურებდა. იუვენტუსში თამაში არა მხოლოდ გამორჩეულ ტექნიკურ მახასიათებლებს, არამედ მენტალურ ძალასაც მოითხოვს, რისი გამოვლენაც ლოკატელიმ ვერ შეძლო.“