ტაკინარდი:“ სპალეტიმ კარგად იცის, რა არის იუვენტუსის პრობლემა“
ალესიო ტაკინარდიმ ჯენოასთან მატჩი შეაფასა და გუნდის პრობლემებზე ისაუბრა.
„ჩვენ ჯენოასთან მატჩში იუვენტუსის ყველაზე დიდი პრობლემა კიდევ ერთხელ დავინახეთ, გუნდი ზედმეტად არასტაბილურია. მათ შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩაატარეს, მეორე ნახევარში კი მოედანზე სრულიად სხვა გუნდი ვიხილეთ, რაც შეხვედრის შემდეგ სპალეტიმ სწორად აღნიშნა. ეს მიმდინარე სეზონში ბევრჯერ მოხდა და ამის გამო გუნდმა ბევრი ქულა დაკარგა. იუვენტუსს შეცდომების დაშვების უფლება აღარ აქვს, რადგან ოთხეულში ადგილის მოპოვება ფუნდამენტალურია.
„ვფიქრობ, იუვენტუსს დიდი პოტენციალი აქვს. სპალეტის კარგად ესმის, თუ რა არის მათი მთავარი პრობლემა და ლუჩიანოს ამ პრობლემების მოგვარება შეუძლია. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება გუნდს სპალეტისთვის საურველი ფეხბურთელების გაფორმებაში დაეხმარება და მჯერა, იუვე მომდევნო სეზონში სკუდეტოსთვის იბრძოლებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
